ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობისათვის ინტერესთა გამოხატვის მიზნით, რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1206
2014 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობისათვის ინტერესთა გამოხატვის მიზნით, რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობისათვის ინტერესთა გამოხატვის მიზნით,სარეკლამო ვიდეოკლიპის დამზადების, გავრცელების, პოპულარიზაციის, რეკლამირებისა და საპრეზენტაციო ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი