საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №586
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თავის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი №9) ჰოლისა და გარე ფასადის მოწყობისათვის შესაბამისი საპროექტო და სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის ტექნიკური აპარატურით აღჭურვისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური