საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის 2012 წლის სატელევიზიო ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის ორგანიზებისა და ჩატარების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №493
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის 2012 წლის სატელევიზიო ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის ორგანიზებისა და ჩატარების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის 2012 წლის სატელევიზიო ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის ორგანიზებისა და ჩატარების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური