სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2651
2015 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის განმავლობაში მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:
ა) ლიტერატურული თარგმანებისა და მათი გამოცემების ხელშეწყობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) ქართული არამხატვრული ლიტერატურის განვითარებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგამომცემლო პროექტების ხელშეწყობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონებისა და ეროვნული პროგრამების და პროექტების წარდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
დ) საერთაშორისო წიგნის ბაზრობებთან და მათ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ე) ქართველი მწერლებისა და ლიტერატურის მთარგმნელებისთვის საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, კონფერენციებში, ფორუმებში, ფესტივალებში, სემინარებში, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ვ) გამომცემლებისთვის, რედაქტორებისთვის, ლიტერატურის მთარგმნელებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების, სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების უზრუნველყოფისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 11.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2651. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020494.
- სად არის „სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2651, 11.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020494 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3121023/