საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2847
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020638
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2847

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელდეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებული პირების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სახარჯი მასალის, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი  გ. კვირიკაშვილი