სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №80
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 24 01 04) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი მომსახურების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვები:
ა) ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფირმირებისათვის საჭირო პიარ აქტივობებისათვის აუცილებელი მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვა, მათ შორის ბუკლეტების დარიგების მომსახურება და ბეჭდვითი მასალების განთავსება პრესაში;
ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შეძენილი ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის (ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსების“) ლაბორატორიული ტესტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 29.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018499.
- სად არის „სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №80, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018499 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2723909/