სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №805
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, 2017 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტთან დაკავშირებით პიარკამპანიის წარმოებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი