საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №444
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამის „სტუდენტური დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე“ და „პროფესიული გადამზადების და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების ქვეპროგრამის“ ფარგლებში სარეკლამო, პროპაგანდული და საინფორმაციო ფილმებისა და ვიდეოჩანაწერების დამზადების მომსახურების, რადიო‑ და სატელევიზიო მომსახურებების, სპეციალური ტანსაცმლისა და სამოსის, ბეჭდვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების, ნაბეჭდი წიგნების, ბროშურებისა და საინფორმაციო ფურცლების, ქსელის, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტის, მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების, ღონისძიებებისა და წვეულებების მოწყობის ორგანიზებისა და ტვირთის გადაზიდვის და შენახვის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური