„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №141
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვისგამარტივებულიშესყიდ ვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვისგამარტივებულიშესყიდ ვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სასკოლო კომპიუტერული ლაბორატორიის განახლების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის 2012 და 2013 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური