სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№647
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №647

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) კონფერენციასა და გამოფენაზე ქ. ორლანდოში, ფლორიდის შტატში (აშშ) მონაწილეობისა და გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებული შესყიდვების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გამართვისათვის სახელმწიფო შესყიდვა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი შემოსავლებიდან.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებებისა და საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამ წესის მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი