სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2214
2017 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსის საქართველოში გამართვის უზრუნველსაყოფად, სსიპ − სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიეცეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შემდგომი მომსახურებისათვის აუცილებელი, ამავე განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების განახორციელების უფლება 198 421 (ას ოთხმოცდათვრამეტი ათას ოთხას ოცდაერთი) ლარის ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 20.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2214. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024970.
- სად არის „სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2214, 20.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024970 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4130067/