შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2606
2016 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №215096367) 2016-2018 წლების განმავლობაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით განახორციელოს მის მართვაში შემავალ სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული და ახალი სასრიალო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად 5 (ხუთი) ერთეული სპეციალიზებული ტიპის თოვლსატკეპნი მანქანის შესყიდვა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 − მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 22.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2606. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022784.
- სად არის „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2606, 22.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022784 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3516796/