შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №59

2014 წლის 1 6 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფოშესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტომ” 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და საკუთარი შემოსავლებით , გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა:

ა) გუდაურში არსებული საბაგიროებისა და გონდოლას გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების,ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური დათვალიერების შესყიდვა;

ბ) საბაგიროების გამშვები სისტემის სათადარიგო ნაწილების, პროგრამული პაკეტების,  ბილეთების დამზადებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა;

გ) თოვლსატკეპნი მანქანისა (სპეცტექნიკა) და მისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე მისი ტექნიკური მომსახურების, გამართვისა და  ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვა.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გა სა ფორმებ ე ლი ხელშეკრულებ ებ ის მიმართ არ გავრცელდეს აღნიშნ უ ლი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ -მინისტრიი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2014.
როდის იქნა მიღებული „შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 16.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016481.
სად არის „შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №59, 16.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016481 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2210434/