საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1446
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1446

2013 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“და „ი“ქვეპუნქტების შესაბამისად , მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემა­ვალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია (დანართი №1), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნუ­ლი სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის” (ს/კ 215096367) ამ განკარგულების დანართი №2-ის პირველ პუნქტში მითი­თებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დათმობისა და ამავე დანართის მეორე პუნქტში მითითებული საპროექტო დოკუ­მე­ნტების გადაცემის თაობაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში  შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სა­ხელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრუ­ლე­ბის მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღო­ნისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                            ბ . ივანიშვილი

 

დანართი №1

ინფორმაცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსათვის“ მოთხოვნის დათმობის შესახებ

 

„სსიპ - გუდაურის განვითარების ფონდის ბალანსზე რიცხული და მის საკუთრებაში არსებული გარკვეული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის და განსაზ­ღვრულ უძრავ ქონებაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 30 აპრილის №15.22.517 დადგენილების შესაბამისად, სსიპ ‑ გუდაურის განვითარების ფონდის (ამჟამად სსიპ ‑ ტექნოლოგიური გან­ვი­თარების ფონდი) ბალანსზე რიცხული და მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება , აგრეთვე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს . ამავე დადგენილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ ‑ გუდაურის განვითარების ფონდს შორის 2013 წლის 23 ივლისს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრუ­ლებიდან გამომდინარე სააგენტოს გადაეცა:

1. მოთხოვნები, რომელიც გამომდინარეობს შემდეგი ხელშეკრუ­ლე­ბებიდან:

ა) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექ­ნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „გეოკოს“ შორის  2011 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ­ლება №85 . ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებუ­ლე­ბა შეადგენს 137000 (ას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარს;

ბ) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექ­ნო­ლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ხუროს”  შორის 2012 წლის 19 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ­ლე­ბა №19 1. ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა დაბა გუდაურსა და სოფელ სეთურებში მდებარე 16 (თექვსმეტი) ერთეული შენობა-ნაგე­ბობების ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკ­რუ­ლების მთლიანი ღირებულება შეადგენს 709999 (შვიდას ცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს;

გ) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „გილმარი 2“-ს შორის 2012 წლის 02 ივლისს  გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №196 . ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა  დაბა გუდაურსა და სოფელ სეთურებში მდებარე 11 (თერთმეტი) ერთეუ­ლი შენობა-ნაგებობის ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყი­დ­ვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 437776 (ოთხას­ოც­დაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარს;

დ) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექ­ნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს“ შორის  2012 წლის 21 აგვისტოს  გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელ­შეკრულება №226 . ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა  დაბა გუდაურსა და სოფელ სეთურებში მდებარე 16 (თექვსმეტი) ერთეული შენობა-ნაგებობის ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 1369999 (ერთი მილი­ონ სამას სამოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს;

ე) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექ­ნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „საქართველოს სამხედრო გზას” შორის 2012 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შეს­ყიდვის შესახებ ხელშეკრულება №231 . ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა  დაბა გუდაურში შიდა გზების VI უბნის შეკეთების სა­მუ­შა­ოების შესყიდვა.  ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 239331  (ორას ოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათერთმეტი) ლარს;

ვ) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექ­ნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს“ შორის 2012 წლის 13 ნოემბერს  გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ­ლება №285 . ამ ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა  დაბა გუდაურში მდებარე შენობა-ნაგებობათა სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპის სახლი №9-ს რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუ­შაოების შესყიდვა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს 108425,4 (ას რვა ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს;

ზ) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში: სსიპ „ტექ­ნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ჯი.დი. ინვესტ გრუპს“ შო­რის 2012 წლის 10 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად დუშეთის რაიონში, სოფელ გუ­და­ურში, არსებულ 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 71.62.47.447) სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდმა“ მიჰყიდა შპს  „ჯი.დი. ინვესტ გრუპს“ 30000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვი­ვა­ლენტი ლარში საფასურად. ამასთან, მყიდველმა იკისრა შემდეგი ვალ­დე­ბულებები:

‑ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფ­ლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის აღე­ბის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის უზრუნველყოფა.

‑ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირო­ბების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 და­დ­გენილებით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის გავლა და შე­სა­ბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორ­განოში, რაც აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ასაღებად.

‑ შესყიდულ ტერიტორიაზე 2012 წლის 1 დეკემბრამდე შესათანხ­მებელი პროექტით განსაზღვრული ნულოვანი სართულის მშენებლობის განხორციელება, ხოლო 2013 წლის 1 დეკემბრამდე მშენებლობის დასრუ­ლება.

‑ სეზონის მიმდინარეობისას (01.12.12 – 01.05.13) არ ექნება მიმდი­ნა­რე მშენებლობა, რომელიც ხელს შეუშლის სეზონის სრულყოფილად ჩა­ტა­რებას.

2. საპროექტო დოკუმენტაცია შემდეგი ჩამონათვალის შესაბამისად:

ა) ერისთავის პროექტი (ახალი მშენებლობა);

ბ) სასტუმრო მთაზე (გონდოლას თავზე ახალი მშენებლობა);

გ) მე-4 ეტაპის სახლი №1 (რეაბილიტაცია);

დ) მე-4 ეტაპის სახლი №2 (რეაბილიტაცია);

ე) მე-4 ეტაპის სახლი №3 (რეაბილიტაცია);

ვ) მე-4 ეტაპის სახლი №4 (რეაბილიტაცია);

ზ) მე-4 ეტაპის სახლი №5 (რეაბილიტაცია);

თ) მე-4 ეტაპის სახლი №6 (რეაბილიტაცია);

ი) მე-4 ეტაპის სახლი №7 (რეაბილიტაცია);

კ) მე-4 ეტაპის სახლი №8 (რეაბილიტაცია);

ლ) მე-4 ეტაპის სახლი №9 (რეაბილიტაცია);

მ) I - ეტაპის სახლი №3;

ნ) II - ეტაპის სახლი №1;

ო) III - ეტაპის სახლი №17;

პ) III - ეტაპის სახლი №1;

ჟ) უძრავ ქონებასთან ( საკადასტრო კოდი: 71.62.47.451) დაკავში­რე­ბუ­ლი საპროექტო დოკუმენტაცია (სამშენებლო პროექტი).

შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ აღნიშნული 15 ერთეული შენობის პროექტი  ესაჭიროება, ვინაიდან  დაგეგმილი აქვს დაბა გუდა­ურ­ში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რაც ითვალისწი­ნებს არსებული ამორტიზებული შენობების კონსტრუქციულ კვლევას, სა­ჭი­როების შემთხვევაში მათ გამაგრებას, ფასადების და სახურავის ენე­რ­გოეფექტური მასალებით დათბუნებას და რეკონსტრუქციას, ფასადებ­ზე დარაბების მოწყობას.

შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო“ წარმოადგენს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. მისი საქმიანობის მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში სარეა­ბი­ლიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. 2013 წლის 27 აგვისტოს №01/77 წერილით შპს „გუდაურის განვითარების სააგენტომ“ თხოვნით მიმართა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, კერძოდ, მან მოითხოვა ჩამოთვლილი ხელშეკრულებებიდან გამომდი­ნარე მოთხოვნებისა და აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის კომპა­ნიი­სათვის გადაცემა. ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებებით გათვალის­წინებული მოთხოვნის უფლებები და საპროექტო დოკუმენტაცია საზო­გა­დოებას ესაჭიროება კურორტ გუდაურის კეთილმოწყობისათვის და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სა­აგენტოს“ მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებე­ბიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებისა და საპროექტო დოკუმენ­ტაციის გადაცემა მოხდეს შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო­სათვის“.

 

დანართი №2

 

1.ხელშეკრულებები, რომელშიც სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ (შემდგომში: სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის”) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“

 

ხელშეკრულების დასახელება

ხელშეკრულების გაფორმების თარიღი

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა” (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „გეოკოს“ შორის  გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №85

2011 წლის 8 დეკემბერი

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა” (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და   შპს „ხუროს“  შორის ” გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №191

2012 წლის 19 ივნისი

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა” (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „გილმარი 2“-ს შორის   გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №196

2012 წლის 02 ივლისი

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს” შორის    გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №226

2012 წლის 21 აგვისტო

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „საქართველოს სამხედრო გზას” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №231

2012 წლის 30 აგვისტო

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ალიანსს” შორის   გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №285

2012 წლის 13 ნოემბერი

სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდსა“ (შემდგომში - სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“) და შპს „ჯი.დი. ინვესტ გრუპს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 წლის 10 ივლისი

 

 

2. საპროექტო დოკუმენტაცია:

 

1.      ერისთავის პროექტი (ახალი მშენებლობა);

2.      სასტუმრო მთაზე (გონდოლას თავზე ახალი მშენებლობა);

3.      მე-4 ეტაპის სახლი №1 (რეაბილიტაცია);

4.      მე-4 ეტაპის სახლი №2 (რეაბილიტაცია);

5.      მე-4 ეტაპის სახლი №3 (რეაბილიტაცია);

6.      მე-4 ეტაპის სახლი №4 (რეაბილიტაცია);

7.      მე-4 ეტაპის სახლი №5 (რეაბილიტაცია);

8.      მე-4 ეტაპის სახლი №6 (რეაბილიტაცია);

9.      მე-4 ეტაპის სახლი №7 (რეაბილიტაცია)

10.  მე-4 ეტაპის სახლი №8 (რეაბილიტაცია);

11.  მე-4 ეტაპის სახლი №9 (რეაბილიტაცია);

12.  I - ეტაპის სახლი №3;

13.  II - ეტაპის სახლი №1;

14.  III - ეტაპის სახლი №17;

15.  III - ეტაპის სახლი №1;

16. უძრავ ქონებასთან ( საკადასტრო კოდი: 71.62.47.451) დაკავშირე­ბული საპროექტო დოკუმენტაცია (სამშენებლო პროექტი).