შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№554
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №554

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „ინფრასტრუქტურული პროექ­ტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქნილ პრობლემათა შემ­სწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კო­მისიის 2013 წლის 1 მაისის №1 ოქმის საფუძველზე, საქართველოს მთავ­რობის 2013 წლის 21 მაისის №470 განკარგულების შესაბამისად:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრის მიმდინარე წლის 4 ივნისის №1-1/142 ბრძანების საფუძველზე სა­ქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების, ფინანსთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრა­ს­ტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების და სსიპ –ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერ­ოვნული ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელა­რი­ასა და შპს „არტესს“ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისის (საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობა) სა­რეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავ­ში­რე­ბით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ყველა სახის ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესწავლას, შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენას და შეიმუშავებს წინადა­დე­ბებს სამოქმედო გეგმის, ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ;

ბ) სსიპ– სახელმწიფო ქონების ეროვნულ ი სააგენტო ს მიერ უნდა გან­ხორციელდეს ქ. თბილისში, ათონელის ქ. № 25-ში მდებარე უძრავი ქო­ნების შეტანა შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემ­დგომში - კომპანია) კაპიტალში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, მათ შორის ფინანსური (ავანსები, საჯარიმო სანქციები და სხვა) და სამართლებრივი ვალდებულებების გადაცემა კომპანიისათვის.

2. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა №25-ში არსებული ადმინისტ­რა­ციული შენობის შეჩერებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემ­დგომში განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს:

ა) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის №29-ს განკარგულების საფუძველზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არქიტექტორები.ჯი2“-ს შორის 2011 წლის 20 დეკემბერს გა­ფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არქიტექტორები.ჯი2“-ის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, საქარ­თ­ველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №09-ს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტესს“ შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმებული №2 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცუ­ლო­ბებისა და ღირებულების, ასევე შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის საექსპერტო მომსახურე­ბების შესყიდვა;

ბ) შპს „არტესისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მიერ ამ განკარ­გუ­ლების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოებისათვის შესყიდული მასალებისა და დანადგარების, აუდიო და ვიდეო სისტემების, ავეჯისა და სხვა ინვენტარის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ღირებულების დადგენის საექსპერტო მომსახურებების შესყიდვა;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მომენტიდან დღემდე შპს „არტესის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დეფექტური აქტის მომზადების საექსპერტო მომ­სახურების შესყიდვა;

დ) ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა №25-ში არსებული ადმინისტ­რაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული საპ­როექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საპროექტო მომსახურებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვა;

ე) ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა №25-ში არსებული ადმინის­ტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპ­როექტო დოკუმენტაციის მომზადების პარალელურ რეჟიმში;

ვ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში წარმოქმნილი დამა­ტებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა სახის საექსპერტო მომსახურებე­ბის შესყიდვა;

ზ) ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა №25-ში არსებული ადმინისტრა­ცი­ული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისა და კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მომსახურებების შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომ­სახურებებისა და სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­ თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსა­ ხორ­ ცი­ელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა ­დი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი ლარი) ლარი კომპანიისთვის გადასაცემად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით .

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსახორციელებელი ღონის­ძიებების შესყიდვისათვის საჭირო შესაძლო დამატებითი ხარჯების და­ფინანსების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრის მიმდინარე წლის 4 ივნისის №1-1/142 ბრძანების საფუძ­ველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმა­ცი­ის წარდგენა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელე­ბას­თან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრო­ბო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                ბიძინა ივანიშვილი