შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1383
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარ გ ულება №1383

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა №25-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის (შემდგომში - ადმინისტრაციული შენობა) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ უზრუნველყოს ადმინისტრაციული შენობის რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო), „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება;

გ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                          ბ . ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2013.
როდის იქნა მიღებული „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 19.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1383. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016049.
სად არის „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1383, 19.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2024849/