შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№835
2013 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მაისის №423 განკარგულების საფუძველზე შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყო თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს საბაგირო გზების საყრდენ ანძებთან მისასვლელი სამშენებლო გზებისა და სასრიალო-სათადარიგო გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე პროექტირების პარალელურ რეჟიმში.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი კომპანიაზე გადასაცემად .
4. თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
5. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
6. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი