საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1040
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 12/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1040

2013 წლის 12 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულება) პირობების შესაბამისად, კომპანია „Pomagalski“-ის მიერ მოსაწოდებელი 4 სამთო-სათხილამურო საბაგირო გზის კონსტრუქციების (შემდგომში - საბაგიროები) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში (სოფ. მაჯდვიერთან) დასაწყობებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ კომპანია „Pomagalski“-სთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ (შემდგომ ტექსტში - კომპანია) უზრუნველყოს:

ა) ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „Pomagalski“-ის მიერ მოწოდებული საბაგიროების ჩამოტვირთვისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №551 განკარგულების საფუძველზე მოწყობილ სასაწყობე მეურნეობაში დასაწყობების მომსახურების შესყიდვა;

ბ) ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „Pomagalski“-ის მიერ სამინისტროსათვის მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში (სოფ. მაჯდვიერთან) მოწოდებული საბაგიროების ხელშეკრულებით მოსაწოდებელ საბაგიროებთან შესაბამისობის დადგენისა და კომპანია „Pomagalski“-სთან სამინისტროს მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის სათანადო მომსახურების შესყიდვა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ‑ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „Pomagalski“-ის მიერ სამინისტროსათვის საბაგიროების მოწოდების პროცესის განმავლობაში სათანადო კონსულტაციების გაწევა სამინისტროსა და კომპანიისათვის.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვისათვის საჭირო ხარჯებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №551 განკარგულების საფუძველზე მოწყობილი სასაწყობე მეურნეობის ფუნქციონირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტრომ, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 475 000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

5. სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება;

გ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

6. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი