საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“ ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№551
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №551

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“‑ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“‑ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოსაწოდებელი 4 სამთო-სათ­ხილამურო საბაგირო გზის მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში (სოფ. მაჯდვიერთან) დასაწყობების მიზნით, შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყოს სასაწყობე მეურნეობის მოწყობის სამუშაოების, მასთან დაკავშირებული საპროექტო და საექს­პე­რ­ტო მომსახურების, საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების სახელმ­წი­ფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანო­ ნის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად გამარტივე­ბული შესყიდვის საშუალებით, პროექტირების პარალელურ რეჟიმში.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სა­მუშაოების განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს სასაწყო­ბე მეურნეობის მოწყობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამო­ს­ყიდვა და მათი დარეგისტრირებისათვის საჭირო ღონისძიებების გან­ხორ­ციე­ლება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების შესყიდვის ფარგლებში საპროექტო ორგანი­ზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბი­უროს შესაბამის დასკვნებზე დაყრდნობით.

3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწი­ნებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინან­სთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემ­დგომში – სამინისტრო) გამოუყოს 1 470 000 (ერთი მილიონ ოთხას სა­მოც­დაათი ათასი) ლარი კომპანიისათვის გადასაცემად .

4. თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სა­მინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შე­სა­ხებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

5. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა გა­დარიცხული თანხის ოდენობით.

6. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მი­წო­დება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადა­რი­ც­ხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                ბიძინა ივანიშვილი