საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2077
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2077

2011წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილებისმინიჭების შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გა­ფორმდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება საქონლის მო­წო­დების თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Poma ­galski“-ს შო­რის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ ­რუ ­ლების პროექტი.

3. განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებულ სახელმწიფო შეს­ყიდ­ვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენი­ჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს პირ­ველ მოადგილესაბესალომ კეკელიას.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგა­დოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შე­უფერ­ხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი გან­ვითარების სამინისტრომ განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითე­ბული მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვ ა განახორციელოს გამარტივე­ბული შესყიდვის საშუალებით.

5. კომპანია „Pomagalski“, საქმიანი რეპუტაციის, ცნობ ადობი სა და მომ­სახურების ხარისხის გათვალისწინებით, გათავისუფლ დეს საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელ­შეკ­რულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

6. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­დერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შე­სა­ხებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად,  განკარ­გულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით და­დ­გინ­დეს ამავე ბრძანების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფა განკარ­გუ­ლების მე‑2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე 2011 და 2012 წლებში საქართველოს კანონმდებლობით გათ­ვალისწინებული გა­და­სახადების გადახდის მიზნით.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენ­ციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ . გილაური