სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№615
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,ექსპორტის წახალისებისა” და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის № 75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე:
1. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რთვლის პერიოდში საწარმოების მიერ მოსახლეობისაგან ყურძნის მოსავლის შეუფერხებელი შესყიდვისა და მისი გადამუშავების ხელშესაწყობად, ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) შპს ,,მუკუზანი _ ღვინის ქარხანას” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227 716 291) გამოეყოს სესხი 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით.
2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 15 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 16-27 თვეებზე განაწილებით.
3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 15 თვის გასვლის შემდეგ.
4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.
5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობ ი თ (მათ შორის: ღვინის, ალკოჰოლური სპირტის, მანქანა-დანადგარებისა და ყურძნის წვენის მარაგების გირავნობით), მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მოახდინონ სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამისათვის (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) ასიგნების შევსება 300 000 (სამასი ათასი) ლარით ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნების 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით გაზრდისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულება, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.
9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე