,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №708
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
1. ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,ექსპორტის წახალისებისა” და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტულ სექტორში მომუშავე იმ საწარმოთა მხარდასაჭერად, რომელთაც ქვეყანაში მომხდარი საომარი მოქმედებების გამო ტურისტული სეზონის დროს შეექმნათ პრობლემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) გამოეყოთ სესხი:
ა) ინდმეწარმე „მურმან მეგრელიძე“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 993 812);
ბ) ინდმეწარმე „დავით ვერულიძე“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 990 003);
გ) ინდმეწარმე „ალბერტ ხინიკაძე“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 996 622);
დ) ინდმეწარმე „ნინა დოლიძე“ – 34 000 (ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 61 004 037 361);
ე) ინდმეწარმე „კახი არობელიძე“ – 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 006 780);
ვ) ინდმეწარმე ,,ნინა ახობაძე“ – 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 148 425 102);
ზ) ინდმეწარმე „ჯიმშერ ჯინჭარაძე“ – 62 000 (სამოცდაორი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 145 560 194);
თ) ინდმეწარმე „ჯონი რომანაძე“ – 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 006 842);
ი) ინდმეწარმე „ლუდმილა მახარაძე“ – 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 005 736);
კ) ინდმეწარმე „ირაკლი დიასამიძე“ – 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 006 566);
ლ) ინდმეწარმე „ილია მეგრელიძე“ – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 126 158 290);
მ) ინდმეწარმე „ნაირა სურმანიძე“ – 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 003 514);
ნ) ინდმეწარმე ,,ზაზა მეგრელიძე“ – 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 978 633);
ო) ინდმეწარმე „ჯუმბერ მეგრელიძე“ – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 978 349);
პ) ინდმეწარმე „ნოდარ პაპუნაიშვილი“ – 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 000 018);
ჟ) ინდმეწარმე „არჩილ პაპუნაიშვილი“ – 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 006 343);
რ) ინდმეწარმე „ლეილა თხილაიშვილი“ – 31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 999 816);
ს) ინდმეწარმე „კობა კაკალაძე~ – 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 61 004 000 932);
ტ) ინდმეწარმე „ოლეგი წულუკიძე“ – 41 000 (ორმოცდაერთი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 981 308);
უ) ინდმეწარმე „გოგი გოგიტიძე“ – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 984 298).
2. სესხი გაიცემა 5 წლის ვადით.
3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 8 პროცენტი.
4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.
5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.
6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.
7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით);
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები და გასცეს სესხი.
9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბარამიძე