სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწაროების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№336
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №336

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწაროების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების საფუძველზე:

1. დამტკიცებულ იქნეს „იაფი კრედიტის“სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვებული შემდეგი საწარმოების ნუსხა:

ა) შპს „თხილის საექსპორტო კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 237 112 192);

ბ) შპს „ჯეო-კონცენტრატი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 218 077 328);

გ) შპს „გეოპლანტი“(საიდენტიფიკაციო ნომერი: 204 888 078);

დ) შპს „ორი ნანა“(საიდენტიფიკაციო ნომერი: 237 081 420);

ე) შპს „იაგო„ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 247 001 818);

ვ) შპს „აგროგრუპი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 232 583 353);

ზ) შპს „პავლონია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 233 147 458);

თ) შპს „DORUK NUT AND FOOD COMPANY“(საიდენტიფიკაციო ნომერი: 245 606 090);

ი) შპს „დიადემა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 248 387 758);

კ) შპს „დემეტრე 96“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205 221 614);

ლ) შპს „ანგო XXI“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 245 561 002);

მ) ი/ს „ბეგლარ მიქელაძე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 148 427 547);

ნ) ი/ს „თეიმურაზ გუგეშაშვილი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 137 977 456).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი: 26 20 01) გამოეყოთ სესხი:

ა) შპს „თხილის საექსპორტო კომპანიას“ 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ბ) შპს „ჯეო-კონცენტრატს“ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

გ) შპს „გეოპლანტს“ 1 270 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

დ) შპს „ორ ნანას“ 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ე) შპს „იაგოს“ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ვ) შპს „აგროგრუპს“ 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ზ) შპს „DORUK NUT AND FOOD COMPANY“-ს 1 955 000 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

თ) შპს „დიადემას“ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ი) შპს „დემეტრე 96“-ს 1 350 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, 2 წლის საშეღავათო პერიოდით, წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

კ) ი/ს „ბეგლარ მიქელაძეს“ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ლ) შპს „ანგო XXI“-ს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი: 26 20 02) გამოეყოთ სესხი:

ა) ი/ს „თეიმურაზ გუგეშაშვილს“ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ბ) შპს „პავლონიას“ 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხების გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა მე-2 პუნქტის „ი“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყოს 2 წლის გასვლის შემდეგ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით.

5. სესხების ძირითადი თანხის გადახდა მე-2 პუნქტის „ი“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყოს სესხების გაცემიდან 24 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 12 თვის გასვლის შემდეგ.

6. სესხების ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

7. სესხები გაიცეს გამარჯვებული საწარმოების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.

9. სესხების მიმღებებმა უზრუნველყონ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).

10. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

11. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე