სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოს გამარჯვებულად დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№474
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№474

2008 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოს გამარჯვებულად დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამაში გამარჯვებულად შპს „მადაი“(საიდენტიფიკაციო კოდი: 204 520 973).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი _ 26 20 01) შპს „მადაის“გამოეყოს სესხი 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

3. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 12 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეზე განაწილებით.

4. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.

5. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

6. სესხი გაიცეს გამარჯვებული საწარმოს მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულება, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე