„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექ¬სპორ¬ტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №817
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ
1. „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,სა ქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) ფარგლებში შპს „ნეოპრინტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 204 963 762) გამოეყოს სესხი 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 8-პროცენტიანი განაკვეთით.
2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 25 - 60 თვეებზე განაწილებით.
3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.
4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.
5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).
6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულება, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.
7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი