სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№820
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №820

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურ­ნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 პუნქტის საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტულ სექტორში მომუშავე საწარმოს მხარდასაჭერად, რომელსაც ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო ტურისტული სეზონის დროს შეექმნა პრობლემები:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო­სათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალის­წინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) ინდივიდუალური მეწარმე „გურამ დოლიძე“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი – 148 417 861) გამოეყოს სესხი 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 8-პროცენ­ტიანი განაკვეთით.

2. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.

3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.

4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.

5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავ­ნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).

6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართვე­ლოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულება და გასცეს სესხი.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი