სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოს გამარჯვებულად დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 11/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №395

2008 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოს გამარჯვებულად დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების საფუძველზე:

1. სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამაში გამარჯვებულად დამტკიცდეს შპს „არტ+ 2007“(საიდენტიფიკაციო კოდი: 212 900 360).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) შპს „არტ+ 2007“-ს გამოეყოს სესხი 800 000 (რვაასი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

3. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს 12 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით.

4. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.

5. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

6. სესხი გაიცეს გამარჯვებული საწარმოების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულება, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე