სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№295
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№295

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების, ასევე „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის №228 განკარგულების საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამაში – „იაფი კრედიტი“– გამარჯვებული შემდეგი საწარმოების ნუსხა:

ა) შპს „კავკასიონი XXI“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 203 837 287);

ბ) შპს „იკოლა ბრაზერს კომპანი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 236 689 776);

გ) ინდივიდუალური საწარმო „ზინა გუჯაბიძე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 137 088 103);

დ) შპს „აბგ & პროფსერვის გრუპ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 205 203 108).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 01) სესხი გამოეყოთ:

ა) შპს „კავკასიონი XXI“-ს – 330 000 (სამას ოცდაათი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

ბ) შპს „აბგ & პროფსერვის გრუპს“– 102 (ას ორი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

გ) შპს „იკოლა ბრაზერს კომპანის“– 300 000 (სამასი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

დ) შპს „ელიტას“– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) სესხი გამოეყოს ინდივიდუალურ საწარმო „ზინა გუჯაბიძეს“– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

4. პროცენტი დაირიცხოს სესხის გაცემისთანავე, ხოლო გადახდა დაიწყოს 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13–24 თვეზე განაწილებით.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.

6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

7. სესხი გაიცეს მიმღების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.

9. სესხის მიმღებმა უზრუნველყოს პროექტის თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).

10. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

11. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ვ. გურგენიძე