სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწაროებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №266
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ფარგლებში შერჩეული საწაროებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებისა და „იაფი კრდიტის“– სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეული საწრმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №203 განკარგულების საფუძველზე:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) სესხი გამოეყოთ:
ა) შპს „ჯორჯიან ეარ სერვისს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 206 159 930) – 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ბ) შპს „ალიონი 21“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 204 513 712) – 511 000 (ხუთას თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
გ) სს „ერისიმედს“(საიდენტიფიკაციო ნომერი 201 946 822) – 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
დ) შპს „ქართული ხილ-ბოსტნეული XXI“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 218 080 225) – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ე) შპს „ტყიბულის ჩაის“(საიდენტიფიკაციო ნომერი 219 635 456) – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობთ, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ვ) ინდივიდულურ მეწარმე „ზაზა მამეშვილს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 137 106 931) – 107 000 (ას შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) სესხი გამოეყოთ:
ა) შპს „ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრ მთიებს“(საიდენტიფიკაციო ნომერი 229 326 379) – 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ბ) შპს „მესხეთი 2004“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 223 103 120) – 672 000 (ექვსას სამოცდათორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.
3. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეზე განაწილებით.
4. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.
5. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.
6. სესხი გაიცეს მიმღების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) და პირველადი გირავნობით.
7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.
8. სესხის მიმღებმა უზრუნველყოს პროექტის თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).
9. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე