„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№560
2008 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“,,ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე:
1. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რთვლის პერიოდში საწარმოების მიერ მოსახლეობისაგან ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად შესყიდვისა და მისი გადამუშავებისათვის, აგრეთვე ქართული ღვინის ექსპორტის ხელშესაწყობად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 01) გამოეყოთ სესხი:
ა) შპს „რთველი 2008-ს“(საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 289 290) 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;
ბ) შპს „ასკანელ ძმებს“(საიდენტიფიკაციო ნომერი – 200 040 222) 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;
გ) შპს „კონიაკისა და ღვინის ქარხანა ვაზიანს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 204 553 394) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;
დ) შპს „გუგულის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 225 357 244) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;
ე) შპს „საქართველოს“(საიდენტიფიკაციო ნომერი – 217 881 255) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;
ვ) შპს „ქართული ღვინის სახლს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 217 892 680) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;
ზ) სს „ოკამს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 232 539 125) 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით.
2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 15 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 16-27 თვეებზე განაწილებით.
3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 15 თვის გასვლის შემდეგ.
4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.
5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით (მათ შორის: ღვინის, ალკოჰოლური სპირტის, მანქანა-დანადგარებისა და ყურძნის წვენის მარაგის გირავნობით), მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით ან/და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მოახდინონ სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამით (საორგანიზაციო კოდი – 26 20 01) გათვალისწინებული ასიგნების შევსება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.
8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე