სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№359
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№359

2008 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების საფუძველზე:

1. დამტკიცებულ იქნეს „იაფი კრედიტი“– სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვებული შემდეგი საწარმოების ნუსხა:

ა) შპს „ამმა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205 093 389);

ბ) ი/ს „ეთერ ცხადაია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 19 001 059 691);

გ) ი/ს „გიორგი გოგუაძე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 104 940 478);

დ) ი/ს „კახი ჩუთლაშვილი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 140 398 175).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი: 26 20 01) გამოეყოს სესხი შპს „ამმას“650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი - 26 20 02) გამოეყოთ სესხი:

ა) ი/ს „ეთერ ცხადაიას“180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთით;

ბ) ი/ს „გიორგი გოგუაძეს„ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;

გ) ი/ს „კახი ჩუთლაშვილს“ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხების გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყოს 2 წლის გასვლის შემდეგ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით.

5. სესხების ძირითადი თანხის გადახდა მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყოს სესხების გაცემიდან 24 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 12 თვის გასვლის შემდეგ.

6. სესხების ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

7. სესხები გაიცეს გამარჯვებული საწარმოების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.

9. სესხების მიმღებებმა, გარდა მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უზრუნველყონ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).

10. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

11. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე