„იაფი კრედიტი“ – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №203

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„იაფი კრედიტი“– სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცებულ იქნეს „იაფი კრედიტი“– სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვებული შემდეგი საწარმოების ნუსხა:

ა) შპს „ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი ,,მთიები“;

ბ) შპს „იმედი“;

გ) შპს „ჯორჯიან ეარ სერვისი“;

დ) შპს „ალიონი 21“;

ე) შპს „მესხეთი 2004“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (ლ. გოცირიძე) უზრუნველყონ „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე