საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „არსენალ დეველოპმენტს“ შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №350
2008 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „არსენალ დეველოპმენტს“შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა, და მეორე მხრივ, შპს „არსენალ დეველოპმენტს“შორის გასაფორმებელი დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ს/ქ №17, ყოფ. არსენალი) მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული 772958 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე საქართველოში, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01/16/07/02/020) ნასყიდობასთან დაკავშირებით.
2. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს, გააფორმოს პირველ პუნქტში მითითებული დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე