საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№366
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაეცეს იჯარის ფორმით სს „თი ბი სი ბანკს“ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „C“კორპუსში არსებული 18 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკს” – ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „C“კორპუსში არსებული 22 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სს „თი ბი სი ბანკსა“და სს ,,საქართველოს ბანკთან“საიჯარო ხელშეკრულებათა გაფორმების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 04.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №366. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №366, 04.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2186902/