შპს ,,ჯი-ენდ-ჯი+”-სათვის უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№701
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№701

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს ,,ჯი-ენდ-ჯი+”-სათვის უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ

 1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სა­კუთ­რებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შპს ,,ჯი-ენდ-ჯი+”-ს იჯარის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქ. №12-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარდაფ-სართულზე არსებული 240,72 კვ.მ ფართობი, აგრეთვე მასზე წილობ­რივად დამაგრებული მიწის ფართობი, 5 წლის ვადით შესაბამისი სტანდარტების კვების ბლოკის მოსაწყობად. ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზ­ღვროს 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

2. საიჯარო პირობებად განისაზღვროს ფართობის კოსმეტიკური რემონტი, კვების ბლოკის ყველა საჭირო ინვენტარით მოწყობა, სამზარეულოს შესაბამისად აღჭურვა, სანიტარიული ნორმების დაცვა, კვების ბლოკის ახალი პროდუქტებით მომარაგება და უმაღლესი ხარის­ხის პროდუქტის დამზადება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონის­ძიებები შპს ,,ჯი-ენდ-ჯი+”-სთან საიჯარო ხელშეკრუ­ლების გაფორმების მიზნით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძეs