კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№637
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№637

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესყიდვა:

ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დადიანების საზაფხულო სასახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ) კასპის მუნიციპალიტეტის სამთავისის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გაწმენდითი და დროებითი საკონსერვაციო სამუშაოები;

 გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ზარზმის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – მთავარი ტაძრის ინტერიერის ავთენტურობის აღდგენა;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის პირველადი გამაგრებითი სამუშაოები;

ე) გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის არქეოლოგიური და გამაგრებითი სამუშაოები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე