თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№297
2008 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ
1. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ართვინის ილის ს. ფირნალის ფორთას (ხანძთის) ტაძრისა და ერზრუმის ილის უზუნდერეს ილჩეში ს. ჩამლიამაჩში მდებარე ოშკის ტაძრის რეაბილიტაციის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებათა ფარგლებში 2009 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს აღნიშნული ძეგლების კვლევითი, არქეოლოგიური და პრევენციული კონსერვაციის (წინასწარი გამაგრებითი) სამუშაოთა წარმოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის საჭირო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2008.
- როდის იქნა მიღებული „თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ“?
- „თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ“ მიღებულია 07.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №297. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ“, №297, 07.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2185101/