ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის გამაგრებითი და გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №157

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის გამაგრებითი და გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მისთვის „2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან დამეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის გამაგრებითი და გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადემიის შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური