ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №212
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტიურობის ზრდის, მათ შორის ტურიზმის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–მესტიის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესასრულებლად:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):
ა) 2008 წელს უზრუნველყოს ხაიში–მესტიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. დაპროექტებისას გაითვალისწინოს ხუდონჰესის მშენებლობის დროს გზის მოსალოდნელი დატბორვის საკითხიც. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით (გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში;
ბ) დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად უზრუნველყოს 2009 წლიდან რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ეტაპობრივი დაწყება და იგი დაფინანსდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განიხილოს საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული პროექტის დაფინანსების წყაროების მოზიდვის საკითხი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე