ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მოწესრიგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №276
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მოწესრიგების შესახებ
1. ზემო აფხაზეთის მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლის და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყოს:
ა) ზემო აფხაზეთში ზამთრის შემდგომ პერიოდში დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი და ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სავალი ნაწილის შეკეთება და ტრანსპორტის გამავლობის გაუმჯობესება, აუცილებლობის შემთხვევაში სხვა სახის დამატებითი სამუშაოების შესრულება;
ბ) ჩხალთა-აძგარას საავტომობილო გზაზე ხიდის რეაბილიტაცია და მისასვლელი გზის ცალკეული მონაკვეთების აღდგენა;
გ) ჭუბერი-საკენის ძველი და ახალი მიმართულებების საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გამავლობა, შესაბამისი დამატებითი წყალგამტარი ნაგებობების მოწყობა, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და სხვა ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება.
2. იმის გათვალისწინებით, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ რეგიონში საგზაო სამუშაოთა წარმოება ძალზე მოკლე დროში უნდა დასრულდეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საგზაო სამუშაოები, გზის რეაბილიტაცია, დაპროექტება, ზედამხედველობა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.
3. აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის“მუხლით (26110102) განსაზღვრული ასიგნებებით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე