ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№439
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №439

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ

1. ზემო აფხაზეთში ედექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 2 630 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდაათი ათასი) ლარი და უზრუნველყოს ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სათანადო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

გ) ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ჰიდროელექტროსადგურის უმოკლეს ვადაში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                           ზ. ნოღაიდელ ი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2007.
როდის იქნა მიღებული „ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ“?
„ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 21.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №439. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზემო აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღონისძიებათა შესახებ“, №439, 21.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2225089/