„ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №388 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№562
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №562

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 388 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 388 განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ქვეპუნქტი:

„გ) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ჭუბერისაკენის ახალი მიმართულების და ჩხალთა-აძგარა-მარუხის საავტომობილო გზის მშენებლობის“შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სახსრები მთლიანად გამოყენებული იქნეს ჭუბერისაკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის დასაფინანსებლად, არსებულ ასიგნებათა ფარგლებში.”.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი