ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 09/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №203

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ

1. ქვეყნისათვის მრამბის ჰიდროელექტროსადგურის (ზემო აფხაზეთი) განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე,„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქ ვ ეპუნქტისა და 201 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს გამარტივებული წესით მრამბის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის (სამშენებლო დოკუმენტაციის) შეთანხმება და მისი ექსპლუატაციაში მიღება.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მრამბის ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრის გაზრდისათვის მიმდინარე წელს განხორციელდება საჭირო სახელმწიფო შესყიდვა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილა-ური).   

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.05.2007.
როდის იქნა მიღებული „ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ“?
„ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ“ მიღებულია 09.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №203. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზემო აფხაზეთში მრამბის ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების შესახებ“, №203, 09.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051699/