აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაჭრისათვის ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების საფუძველზე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 13/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№242

2005 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაჭრისათვის ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების საფუძველზე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ

1. აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადასაჭრელად დაკომპლექტდეს სამუშაო ჯგუფები ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების შესაბამისად ჩამოყალიბებულ შემდეგ მიმართულებათა მიხედვით:

ა) დევნილების დაბრუნების საკითხები;

ბ) აფხაზეთის მონაკვეთზე გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხები;

გ) ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხები.

2. სამუშაო ჯგუფების მუშაობის კოორდინაციისა და სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ხაინდრავა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

ირაკლი ალასანია        - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,

საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის საკითხებში

მერაბ ანთაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ეთერ ასტემიროვა        - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

გიორგი ლორია - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო

და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების უფროსი.

3. მიეცეს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას, რომ განსაზღვროს აღნიშნული სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი