საქართველოს ეკონომი¬კური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო სამუშაოთა შესასრულებლად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №56

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების  დეპარტამენტის  სამშენებლო  სამუშაოთა შესასრულებლად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

მიმდინარე წელს დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 326-ე  კმ-ზე მდ. ჯუმზე არსებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და სოფ. ნარაზენსა და სოფ. საჯიჯაოს შორის მდ. ჭანისწყალზე, აგრეთვე სოფ. ახუთსა და სოფ. ნოღას შორის მდ. ცივზე ხიდების სამშენებლო სამუშაოთა შესრულების დაჩქარების მიზნით „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე:

1. გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 326-ე  კმ-ზე მდ. ჯუმზე არსებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებისა და სოფ. ნარაზენსა და სოფ. საჯიჯაოს შორის მდ. ჭანისწყალზე, აგრეთვე სოფ. ახუთსა და სოფ. ნოღას შორის მდ. ცივზე ხიდების სამშენებლო სამუშაოთა შესრულების დაჩქარების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე