ელექტროენერგეტიკული სექტორისათვის დამატებითი რეზერვის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №768
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
ელექტროენერგეტიკული სექტორისათვის დამატებითი რეზერვის შექმნის შესახებ
ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) უზრუნველყოს მისთვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონა მაზუთის შეძენა.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ერთ პირთან მოლაპარაკების
საშუალებით უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მაზუთის შეძენის მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი