სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ფარგლებში სს „პროკრედიტბანკი საქართველოსათვის“ სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №337
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ფარგლებში სს „პროკრედიტბანკი საქართველოსათვის“სესხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიმზის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით დამტკიცებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამის“ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყონ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით (საბიუჯეტო კოდი 26 21 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი სს „პროკრედიტბანკი საქართველოსათვის“;
ბ) სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხუთი წელი სესხის გაცემის დღიდან;
გ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 2 პროცენტით;
დ) საშეღავათო პერიოდი საპროცენტო გადასახდელებისათვის განისაზღვროს 5 თვით;
ე) საშეღავათო პერიოდი სესხის ძირითადი თანხის დაფარვისათვის განისაზღვროს 3 წლით;
ვ) შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს „პროკრედიტბანკი საქართველოს“შორის 2007 წლის 16 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე).
3. განკარგულება ძალაში შევიდეს „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგინალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამაში შესაბამისი დამატებების შეტანისა და ამოქმედების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე