სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №228
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“პროგრამაში გამარჯვებულ საწარმოთა შემდეგი ნუსხა:
ა) შპს „კოპალა – 1898“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 253 309);
ბ) შპს „ელიტა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 243 855 841);
გ) შპს „ნიშა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 218 031 582).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (ლ. გოცირიძე) განახორციელონ „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებანი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე