სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №161

2008 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში:

1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01) მიეცეთ სესხი: შპს „ქულ ზოუნს“ – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და შპს „ქართული არომატების კომპანიას“ – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით ,,რეგიონალური ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02) მიეცეთ სესხი: სს „ზუგდიდის ყველ-კარაქს“ – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი, შპს „ბრეტს~ – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი, შპს „მამული 2006-ს“ – 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

3. პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული სესხებით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 9 პროცენტის ოდენობით.

4. სარგებლის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ერთი წლის გასვლის შემდეგ მსესხებლებს მოეთხოვოთ დარიცხული სარგებლის ერთჯერადად გადახდა.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდადაიწყოს სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.

6. სესხებით სარგებლობის ვადა განისაზღვროს 5 წლით.

7. პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ საწარმოებს მოეთხოვოთ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა) და სესხების უზრუნველყოფა. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.

8. სესხების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.

9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

10. განკარგულება ამოქმედდეს „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე