„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№741
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №741

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

1. „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” „ექ­სპორ­ტის წახალისებისა” და „რეგიონალური ტურიზ­მის, სოფლის მეურ­ნეობისა და ხალხური რეწვის განვი­თა­რების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრუ­ლებასთან დაკავშირებულ ღონის­ძიებათა შესა­ხებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე, ქვეყანაში შექ­მნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის ტურისტულ სექტორში მომუ­შავე საწარმოების მხარდასაჭერად, რომელთაც ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო ტურისტული სეზონის დროს შეექმნათ პრობლემები, საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინე­ბული „რეგი­ონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეო­ბისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგ­რამის ასიგ­ნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) გამოეყოთ სესხი:

ა) შპს „გენაცვალე 2007” – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 248 430 880);

ბ) სამეწარმეო ამხანაგობა „გუგული გოგიტიძე და სხვები” – 31 200 (ოცდათერთმეტი ათას ორასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 277);

გ) სამეწარმეო ამხანაგობა „მანანა დიასამიძე და სხვები” – 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარი (საიდენ­ტი­ფი­კაციო ნომერი – 247 009 286);

დ) სამეწარმეო ამხანაგობა „ემზარ ხალვაში და სხვა” – 20 100 (ოცი ათას ასი) ლარი (საიდენტიფიკა­ციო ნომერი – 245 623 366);

ე) ინდივიდუალური მეწარმე „სულეიმან ოქრო­პირიძე” – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი (საიდენტი­ფიკაციო ნომერი – 61 004 009 688);

ვ) ინდივიდუალური მეწარმე „ლევან სვანაძე” – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 137 092 009);

ზ) ინდივიდუალური მეწარმე `ირინე ნარაკიძე” – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 148 410 840);

თ) ინდივიდუალური მეწარმე „რუსლან ქორიძე” – 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი (საიდენტიფი­კაციო ნომე­რი – 148 417 013);

ი) ინდივიდუალური მეწარმე „გივი ცეცხლაძე” – 23 000 (ოცდა­სამი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 61 002 001 446);

კ) ინდივიდუალური მეწარმე „ოთარ კონცელიძე” – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 969 064);

ლ) ინდივიდუალური მეწარმე „ავთანდილ ხარაზი” – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 967 360);

მ) ინდივიდუალური მეწარმე „თემურ გოგიტიძე” – 20 000 (ოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 001 507).

2. სესხი გაიცემა 5 წლის ვადით.

3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენ­ტო განაკვეთი იქნება 8 პროცენტი.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცე­მისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყება 2 წლის გას­ვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავ­ლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხ­დება 25-60 თვეებზე განაწილებით.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.

6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.

7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მაღალრეიტინგული სადაზ­ღვე­ვო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სა­ქარ­თველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზე­მო­­აღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სეს­ხის ხელშეკრულებები და გასცეს სესხი.

9. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების მინისტრმა ე. შარაშიძემ.

10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი